Monday, March 18, 2013

იაკობ გოგებაშვილი


პროექტის სახელი:  იაკობ გოგებაშვილი
პროექტის აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას მწერლის დიდაქტიკურ შემოქმედებას, თუ რა ამოცანებს ისახავდა საბავშვო ლიტერატურა მოიპოვებენ ცნობებს "დედა ენის"  შესახებ. განიხილავენ მის ისტორიულ მოთხრობებს „ბუნების კარს“  მოძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას შექმნიან მასალას მის შემოქმედების შესახებ ჩატარდება ექსკურსია ვარიანში,  დაათვალიერებენ "დედა ენის"  ძეგლს;
მონაწილეთა ასაკი: 13 - 14  (წელი რუსული სექტორი)
ვადები:  5 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: ნახატების, ფოტო მასალის განთავსება ბლოგზე, შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია სკოლაში;
მოსალოდნელი შედეგები : შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება საინტერესო მასალები იკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან და ფოტოგალერია გამოიფენება;
სამუშაო ენა : ქართული ენა
საგნებთან ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
პროექტში ჩართვა შეუძლია ბუნების, მუსიკის, ისტორიის მასწავლებლებს, ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები
·                   განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·                   გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·                   განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·                   ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·                   შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი

პროექტის ავტორის სახელი:  მარიამ ხუციშვილი
პროექტის ელ. ფოსტა:mariamchucishvili@com
პროექტის ბლოგი: http://mariamchucishvili.blogspot.com/

Thursday, March 14, 2013

მარიამ ხუციშვილი

მარიამ ხუციშვილი ვმუშაობ 142 სკოლაში ქართული ენის მასწავლებელად ვარ 8 კლასის დამრიგებელი